„გირჩი“ პატიმრების ახლობლებს ციხეში შესვლაში დაეხმარება

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ პატიმრების ახლობლებს ციხეში შესვლაში დაეხმარება. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ამ მიმართულებითაც იმუშაოს და სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან ახალგაზრდების დახსნის პარალელურად, მოქალაქეებს პატიმრობაში მყოფი ახლობლების მონახულებაში დაეხმაროს.
სტატიის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით „გირჩის“ მღვდელმსახურებს უფლება ეძლევათ, ნებისმიერ დროს შევიდნენ სასჯელაღსრულების ნებისმიერ დაწესებულებაში და იქ მყოფი პატიმრები მოინახულონ.
„მაგალითად, თუ თქვენ გყავთ მსჯავრდადებული ახლობელი და შეზღუდული გაქვთ მისი მონახულების უფლება, შეგიძლიათ, გაერთიანდეთ „ბიბლიური თავისუფლების“ რიგებში და სასულიერო პირის მოწმობით მოინახულოთ ციხეში მყოფი ახლობელი, როგორც წინასწარი პატიმრობის პერიოდში, ისე სასჯელის მისჯის შემდეგ. საქართველოს კანონმდებლობა, რელიგიურ ორგანიზაციებს ანიჭებს უფლებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შევიდნენ. პატიმართა ოჯახებისთვის კი დაწესებულია მკაცრი ლიმიტი – თვეში ერთი საათი, ან რამდენიმესაათიანი პაემანი, რომელიც ოჯახებს 60 ლარი უჯდებათ“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები