“ჩვენს გუნდსა და ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას შორის გაცხადებული თანხვედრაა ყველა საკითხთან დაკავშირებით” – არჩილ გორდულაძე

“ჩვენს გუნდსა და ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას შორის გაცხადებული თანხვედრაა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და მომავალშიც იქნება, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც წარსულში მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე იყო დაწერილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა საკითხს, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის მადლობას გადაუხადა.

„ამერიკის პრეზიდენტის წერილიც ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ეს ფრთხილი ოპტიმიზმით განგვაწყობს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მუდმივად იყოს დაცული. ამავდროულად, გვესმის, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესების თანხვედრაში შესაძლებელია, საბოლოო ჯამში, პარტნიორული ურთიერთობა იყოს უზრუნველყოფილი, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები