სახალხო დამცველი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა
2026 წლის 20 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ახლადდანიშნულ თურქეთის სააგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
“სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და საქართველოსა და თურქთის ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების მრავალწლიან პროფესიულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს”,- წერია ინფორმაციაში.