მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხის მიუხედავად, არგენტინაში ეროვნული დასვენების დღე გამოცხადდება

არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის გადაწყვეტილებით, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეროვნული ნაკრების ესპანეთთან 0:1 დამარცხების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ეროვნული დასვენების დღე გამოცხადდება.

პრეზიდენტის თქმით, თარიღი ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით განისაზღვრება.

მილეიმ აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრებმა ტურნირზე ღირსეული თამაში აჩვენა და ფინალამდე მიღწეული გზა ეროვნული აღიარების ღირსია.

„ეს გუნდი გმირულად იბრძოდა და მთელ ქვეყანას სიამაყის მიზეზი მისცა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ფინალში მარცხისა, ეროვნულ დასვენების დღეს გამოვაცხადებთ. თარიღს ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად შევარჩევთ”,- განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები