“ბავშვებისთვის საუკეთესო დასვენება ყოველთვის არ ნიშნავს ძვირადღირებულ კურორტს – ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო, მშვიდი ატმოსფერო და ოჯახთან ერთად ხარისხიანად გატარებული დროა” – პედიატრი
“ბავშვებისთვის საუკეთესო დასვენება ყოველთვის არ ნიშნავს ძვირადღირებულ კურორტს. ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო, მშვიდი ატმოსფერო და ოჯახთან ერთად ხარისხიანად გატარებული დროა”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პედიატრი აღნიშნავს, ხშირად პატარა სოფელი, ტყის პირას მდებარე აგარაკი, მთის ან ზღვის მშვიდი კუთხე გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ბავშვს, ვიდრე ხმაურიანი და გადატვირთული ტურისტული ადგილი.
ბავშვებს ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება, მოძრაობა, ბუნებასთან სიახლოვე და ბედნიერი ემოციები ამახსოვრდებათ და არა სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა”, – წერს მამუჩიშვილი.