დავით მათიკაშვილი: იმ შემოდინებებიდან, რომლებიც საქართველოში იყო ევროკავშირის ფონდებიდან, უდიდესი ნაწილი იყო მიზანმიმართულად გათვალისწინებული რადიკალიზმის გასაღვივებლად
“თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი,” – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის საელჩოს „ქარდს“.
„კონკრეტული თანხები შესაძლოა, პოზიტიურად იხარჯებოდა, რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიტიური პოზიცია გაგვაჩნია, მაგრამ იმ შემოდინებებიდან, რომლებიც საქართველოში იყო ევროკავშირის ფონდებიდან, უდიდესი ნაწილი იყო მიზანმიმართულად გათვალისწინებული რადიკალიზმის გასაღვივებლად. ამ მოცემულობაში მართლაც გასაკვირია, კიდევ რატომ იღებს თავის თავზე ევროკავშირი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იმ ფორმით შესთავაზოს ჩვენს საზოგადოებას ეს მოვლენა, თითქოს მთელი ეს თანხა, მართლაც სახელმწიფოს, სამინისტროებისა და ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან საქმეში ისხმებოდა. თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ დონაციებზე, ევროკავშირის საელჩომ „ფეისბუკში“ 2024 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული ქარდი გააზიარა.