სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა მოხდება.
ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.