ბრაზილიაში გაფიცვა მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

ბრაზილიაში საპენსიო რეფორმის და შრომის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო.  ამის შესახებ ბრაზილიის პროფკავშირები იუწყებიან.
კერძოდ, ამ დროისთვის ქალაქ სალვადორში სამგზავრო ავტოტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა. მას სან-პაულუში რკინიგზის და ავტობუსების მძღოლები შეუერთდებიან.
აქციაში აეროპორტების და რამდენიმე ავიაკომპანიის თანაშრომლების მიიღებენ მონაწილეობას.
პარლამენტის მიერ 27 აპრილს მიღებული ცვლილებების თანახმად, დამსაქმებელს შესვენების შემცირება შეუძლია 1 საათიდან 30 წუთამდე, ასევე მეცამეტე ხელფასის ნაწილობრივ გადახდა. ასევე პროფკავშირების სასარგებლოდ სავალდებულო გადასახადი უქმდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები