სოფო ქაცარავა: ყველა პოლიტიკური პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ პედრო აგრამუნტის გადადგომა მოითხოვოს

​საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის საკითხი დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება. სტრასბურგში ვიზიტით მყოფი სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ პედრო აგრამუნტის გადადგომა მოითხოვოს.
”დღეს იქნება სესია, სადაც მოგვეცემა საშუალება, რომ დავსვათ კითხვები მისი სირიაში ვიზიტის შესახებ. იყო ძალიან ინტენსიური განხილვები პოლიტიკურ ჯგუფებშიც და სხდომაზეც ამ თემის ირგვლივ და თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ მოითხოვოს აგრამუნტის გადადგომა, თუმცა არ არსებობს იმპიჩმენტის მსგავსი პროცედურა. უნდა დაველოდოთ სესიას და გადაწყდება ეს საკითხი”, – განაცხადა ქაცარავამ.
​დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია, დეპუტატები სირიაში მისი ვიზიტის გამო აგრამუნტის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები