ვანო ზარდიაშვილი: ჩემთვის ნათელი გახდა, თუ ვინ არიან ოროსნები პოლიტიკაში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მისთვის ნათელი გახდა, “თუ ვინ არიან ოროსნები პოლიტიკაში”.

ასე შეაფასა ზარდიაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 14 ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა.

“ბიუროს სხდომაზე 14 პოლიტიკური პარტია ითხოვდა არარსებულ კანონში ცვლილების შეტანას, თან ეს ის პარტიები არიან, რომლებიც რჩევებს გვაძლევენ კონსტიტუციასთან მიმართებაში. ჩემთვის აქამდეც გასაგები იყო და ახლა უკვე ფართო საზოგადოებაც გაიგებს მათი კრიტიკის რეალურ საფუძველს”,- აცხადებს ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, კონსტიტუციის არსებული პროექტი, რომელიც ყველა ავტორიტეტული ექსპერტისა და საერთაშორისო დამკვირვებლის აზრით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დღეს მოქმედ კონსტიტუციას, სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების მიერ არის გაკრიტიკებული.
“აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროტესტი პროტესტის გამო, კრიტიკა კრიტიკის გამო, სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი პოლიტიკური რეალობა. დასკვნის სახით კი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვურჩევ, შევიდეს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე და ნახოს, რომ “თბილისის შესახებ კანონი” ძალადაკარგულია 2014 წლის 5 თებერვლის შემდეგ” , – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები