“14 ოპოზიციური პარტია არარსებულ კანონპროექტში ცვლილებას ითხოვს”

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული.

ასეთი შეფასების საფუძველი კობახიძეს 14 ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში წარდგენილმა საკანონმდებლო წინადადებებმა მისცა, რომელიც თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება.

ოპოზიციამ “საარჩევნო კოდექსთან” ერთად, ცვლილების განხორციელება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონში მოითხოვა, რომელიც დღეს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” სახით არსებობს და ასევე, პარლამენტს “თბილისის შესახებ” კანონში ცვლილებების ინიციატივით მიმართა, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს და 2014 წლიდან ძალადაკარგულია.

პარლამენტის ბიუროს დღეს ოპოზიციის საკანონმდებლო წინადადების განხილვაზე რეგიონული პოლიტიკის კომიტეტისთვის ვადის გაგრძელების და ამ განხილვაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩართვის თაობაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება. საკითხს პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
“გარდა იმისა, რომ ხარვეზები აქვთ სათაურებში, თვითონ წინადადებაც აბსურდულია. აქ არის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ გაგრძელდეს განხილვის ვადა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც ჩაერთოს ამ განხილვაში. ეს მოთხოვნა გასაზიარებელი არ არის. ეს ყველაფერი მეტყველებს, რამდენად არის მომწიფებული კონკრეტულად ეს თუ ის პარტია იმისთვის, რომ თუნდაც კანონპროექტებთან დაკავშირებით იმსჯელონ – გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“საარჩევნო კოდექსთან” ერთად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონში ცვლილებების განხორციელება შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოითხოვეს:

ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველი, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პატრიოტთა ალიანსი, ტრადიციონალისტთა კავშირი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები