მაია მელიქიძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინე მილორავას და სემეკის წევრს, გოჩა შონიას შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა აღნიშნა, სემეკი არის დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური, მიუკერძოებელი ორგანო, რომლის საქმიანობაც ინვესტორს, სახელმწიფოსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების დაბალანსებისკენაა მიმართული.
“შეხვედრაზე განვიხილეთ ელექტროენერგიის განაწილების და მოხმარების ტარიფების დაანგარიშების 2014 წელს მიღებული მეთოდოლოგია და ინვესტორებთან ურთიერშეთანხმების მემორანდუმების არსებობის პრაქტიკა, სადაც ძირითადად, წინასწარაა მითითებული ტარიფი”, – აღნიშნა მაია მელიქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები