გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სვენ მიკსერს უმასპინძლა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრაზე, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის განუხრელი მხარდაჭერისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და რუსეთის იმ ქმედებების შესახებ, რომელსაც ფედერაცია საერთაშორისო ნორმების დარღვევის მიმართულებით, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ არჩევნები და რუსეთის მხრიდან აფხაზეთში დამატებითი შეიარაღების შეტანა, ასევე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის საჯარისო შენაერთების გაერთიანებასთან დაკავშირებული ე. წ. ხელშეკრულება.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის და ნატოს მომავალი სამიტის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრეს, რომელშიც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მისი მეგობარი ქვეყნების იმედი აქვს.
მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები