ეგზიტპოლით მაკრონი და ლე პენი ლიდერობენ

ეგზიტპოლის მონაცემების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
ეგზიტპოლის შედეგებით, მაკრონს 24%-იანი მხარდაჭერა აქვს, ლე პენს – 22%.
დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ტარდება. მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. წინასწარი მონაცემების თანახმად, მეორე ტურში საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მაკრონი და ლე პენი იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები