ისრაელმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციები დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის სამთავრობო ჯარის პოზიციები დაბომბეს. კერძოდ, ავიაიერიში ჰოლანის მაღლობებთან მდებარე საარტილერიო დანადგარებზე განხორციელდა.
ქვემეხები ქალაქ კუნეიტრას მახლობლად იყო განთავსებული. იერიშის ფაქტი ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. მათი განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად სირიის ხელისუფლებას დაეკისრება.
ავიადარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის ტერიტორიაზე სირიის მხრიდან ნაღმმტყორცნიდან გამოშვებული სამი ჭურვი აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები