აშშ მექსიკას ყაყაჩოს პლანტაციების განადგურებაში დაეხმარება

აშშ მექსიკას ყაყაჩოს პლანტაციების განადგურებაში დაეხმარება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ აშშ-ის ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენელმა, უილიამ ბრაუნფილდმა განუცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები სპეციალისტთა მომზადების პროგრამებს, ასევე, ვერტმფრენებს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს დააფინანსებს.
„ბი ბი სის“ ინფორმაციით, 2012 წლიდან მექსიკაში ოპიუმის ყაყაჩოს წარმოება სამჯერ გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში, აშშ-ში ათასობით ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ჰეროინს და ყაყაჩოსგან დამზადებულ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდნენ.
აშშ-სა და მექსიკას შორის ურთიერთობებში ბოლო დროს დაძაბულობა შეინიშნება. დონადლ ტრამპის განცხადებებმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის აუცილებლობის შესახებ ამ ქვეყნის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები