ვენესუელაში არეულობების დროს 11 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობების დროს 11 ადამიანი დაიღუპა. ეს ყველაზე მეტი დაღუპულია დაპირისპირების დაწყების მომენტიდან.
ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში, თონის გაძარცვის მცდელობის დროს, 10 ადამიანი მოკლეს,  კიდევ ერთი პირი მოკლეს საპროტესტო აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით.
პოლიცია სიტუაციის კონტროლის ქვეშ  აყვანას ცდილობს, თუმცა ძალადობის აქტები პრაქტიკულად ყოველდღე ხდება.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ციხეებიდან ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები