გერმანიაში უცნობმა პირმა Postbank-ის ადგილობრივ განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა

გერმანიაში, ქალაქ ვალდსჰუტში უცნობმა პირმა Postbank-ის ადგილობრივ განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა.
ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბანკის განყოფილებასთან მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ტერიტორია ბლოკირებულია პოლიციის მიერ. შენობაში ბანკის ორი თანამშრომელი იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ასევე შენობაში იმყოფება. ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს, რომ ტავდამსხმელს მძევლად ბანკის თანამშრომელი ყავდეს აყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები