ბოლნისის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2017 წელს 2 365 000 ლარი  გამოეყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 2017 წელს 2 365 000 ლარი  გამოეყო.
ბოლნისში, აღნიშნული ფონდის დაფინანსებით, 5 მასშტაბური პროექტი განხორციელდება, კერძოდ:
1.    სოფელ არქევანში მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები;
2.    ქალაქ ბოლნისში აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის  მოწყობის სამუშაოები;
3.    ქალაქ ბოლნისში სოხუმის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები;
4.    ქალაქ ბოლნისში გიორგი სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის საფარის მოწყობის სამუშაოები;
5.    დაბა კაზრეთის სს ,,მადნეულის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები;
პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო ტენდერები 1 მაისამდე გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები