ქობულეთში ქარმა სახლს სახურავი გადახადა

დღეს დილით, ძლიერმა ქარმა ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახლს სახურავი გადახადა. 5 სართულიანი კორპუსის თუნუქის სახურავის ნაწილი ეზოში ჩავარდა.
​თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევის დროს ეზოში სკოლაში მიმავალი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახურავი დაზიანებული იყო და მის შეკეთებას გამგეობას სთხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები