ფრანგი დიპლომატი, რომელიც შვილის გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, ინდოეთში უდანაშაულოდ ცნეს

ინდოეთის ქალაქ ბანგალორში მდებარე საფრანგეთის გენერალური საკონსულოს ყოფილი თანამშრომელი პასკალ მაზურიე, რომელიც 3 წლის შვილის გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, ინდოეთში უდანაშაულოდ ცნეს.
პოლიციამ მაზურიე 2012 წელს მისი ცოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა. დიპლომატს ყველა ადრე წაყენებული ბრალდება მოუხსნეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მაზურიეს საქმეს სპეციალური სასამართლო განიხილავდა, რომელიც ბავშვთა თემებზე მუშაობს. პროცესის დროს, 27 მოწმე დაიკითხა.
გამოძიება და სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაზურიემ ციხეში 1,5 წელი გაატარა, ახლა კი მას ყველა ბრალდება მოეხსნა.
სუჯა ჯონს მაზურიე, რომელიც კვლავ დიპლომატის მეუღლეა, აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები