ალბანეთში საპრეზიდენტო არჩევნები კანდიდატების არარსებობის გამო ჩაიშალა

ალბანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის პირველი პირის პოსტზე არც ერთმა ადამიანმა საკუთარი კანდიდატურა არ წამოაყენა. ამის შესახებ ალბანურ მედიას პარლამენტის სპიკერმა ილირ მეტამ აცნობა.
„პარლამენტის კომიტეტმა სხდომა ჩაატარა და დაადგინა, რომ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის. შესაბამის ინფორმაციას კომიტეტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებსაც მიაწვდის“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვასილიკა ხუსიმ.
ახლა ალბანეთის პარლამენტი ხელახალი არჩევნების თარიღის დანიშვნაზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები