ქუთაისში მეათეკლასელმა გოგონამ თავი ფარდის საკიდზე ჩამოიხრჩო

ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგონა ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა ორი დღის წინ ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები შემთხვევის დროს  სახლში იმყოფებოდნენ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები