გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 12 პირი დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა, ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეებმა რუსლან მირზაევმა, ვუგარ მამედოვმა, კუმხარ კირიევმა, რომან მამედოვმა, ვაგივ იაკუბოვმა, ისმაილ კურბანოვმა, შამილ კასუმოვმა, სევდა გასანოვამ, კასუმ აშირლმა და ბაბეკ მამედოვმა, გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტების სოფლების – აღთაკლია, საიმერლო, კასუმლო, იმირისა და პირველ ქესალოს მიმდებარედ, 2კგ.-მდე მუნიციპალური ნარჩენი დაყარეს. სამართალდამრღვევებს ჯარიმა განესაზღვრათ 80-80 ლარის ოდენობით.
მოქალაქეებმა შამილ კასუმოვმა და ილკინ გუსეინოვმა კი  გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოსა და შულავერის მიმდებარედ, 20კგ.-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენი დაყარეს. სამართალდამრღვევებს ჯარიმა განესაზღვრათ 150-150 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები