იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად, გიორგი მიქაუტაძე და რევაზ ნადარაია აირჩიეს

გიორგი მიქაუტაძე და რევაზ ნადარაია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად აირჩიეს. გიორგი მიქაუტაძემ არჩევნებში 196, რევაზ ნადარაიამ კი, 195 ხმა მიიღო.
გიორგი მიქაუტაძემ და რევაზ ნადარაიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პაატა სილაგაძე და ილონა თოდუა ჩაანაცვლეს.
ამასთან ერთად, გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს.
რაც შეეხება რევაზ ნადარაიას, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეა.
როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემაში არის სირთულეები, რაც ძირითადად უკავშირდება საქმეთა სიმრავლეს. თუმცა როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალმა წევრმა აღნიშნა, ამის დაძლევის ყველაზე ეფექტური გზა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გაგრძელებაა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს.
“სასამართლო სისტემა გადატვირთულია საქმეთა რაოდენობით, ძირითადი გამოსავალი არის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება და ამ პროცესში აქტიურად ჩავერთვები. მხოლოდ ეს არის ეფექტური ხსნა იმ გადატვირთული რაოდენობის საქმეებიდან, რაც დღეს სასამართლოშია და შესაბამისად, სასამართლოს მომხმარებელს აწუხებს”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები