გიორგი ტყემალაძე მთაწმინდის ფორუმს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მთაწმინდის ფორუმს დაესწრნენ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  საკრებულოს დეპუტატები – ნუგზარ მალაღურაძე, ირაკლი ფავლენიშვილი და შორენა ბუხრაშვილი.
ფორუმი საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, რუსთაველის თეატრში გაიმართა, რომელიც მიზნად უბნის განვითარების თვალსაზრისით, საზოგადოების მეტ ჩართულობას ისახავს.
ღონისძიებაზე საზოგადოების, ბიზნესის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა უბნის განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრეს და  სხვადასხვა იდეები, პროექტები და წინადადებები წარმოადგინეს.
მთაწმინდის ფორუმს მთავრობის წარმომადგენლები,  საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მთაწმინდაზე მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები