ანი მუსელიანის ფოტოგამოფენა გაიხსნება

2 აპრილს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ანი მუსელიანის, იგივე Ani Videre-ს ფოტოგამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფოტოგამოფენა  7 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
„ფოტოგამოფენა იქნება აგებული ემოციებზე… პირველ რიგში, ჩემს შინაგან ემოციებზე… შემდეგ ხალხის და გარემოს ემოციებზე, შეგრძნებებზე…  ჩემი მიზანია, ამ გამოფენით გადმოვცე ჩემი შინაგანი სამყარო…
ყოველი ემოცია: სიხარულის, ბედნიერების, სევდის თუ სიმარტოვის შეგრძნების, რაც სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე, ის მინდა, ჩემს გადაღებულ ფოტოებში ავსახო. საინტერესო იქნება, ვინ როგორ გაიგებს ამ ემოციებს და ვინ როგორ იგრძნობს იმ მომენტში დაფიქსირებულ ჩემს კადრს…“ – აღნიშნავს ანი მუსელიანი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები