ახალგაზრდა პიანისტის – მარიამ ბაწაშვილის კონცერტი გაიმართება

3 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრის სცენა, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილთან ერთად, ახალგაზრდა პიანისტს – მარიამ ბაწაშვილს დაეთმობა. შესრულდება პიოტრ ჩაიკოვსკის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N1 B flat minor და აგრეთვე, ჩაიკოვსკის სიმფონია N4F minor.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივით, საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის ფარგლებში, გაიმართება.
23 წლის ასაკში მარიამ ბაწაშვილმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფრანც ლისტის მე-10 საფორტეპიანო კონკურსზე უტრეხტში 2014 წელს, სადაც მას მიანიჭეს პირველი პრემია, ჟიურის სპეციალური ჯილდო და, ამასთანავე, პრესის პრიზი.
მარიამმა სოლო კონცერტები გამართა 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის: ჩინეთში (the NCPA in Beijing and the Shanghai Concert Hall), სამხრეთ კორეაში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში, აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ბალტიის ქვეყნებში, ბენელუქსში და გერმანიაში. იგი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის სტუმარი გახლდათ, როგორიცაა: the Beethovenfest Bonn, Pianofortissimo Festival Bologna and the Delft Chamber Music Festival.
მარიამ ბაწაშვილს ევროპის საკონცერტო დარბაზის ორგანიზაციამ the European Concert Hall Organisation (ECHO) მიანიჭა 2016-2017 სეზონის „ამომავალი ვარსკვლავის“ წოდება და დაიგეგმა კონცერტები ყველაზე მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზებში მთელი ევროპის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები