ვენაში ლიზი ბუდაღაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

გუშინ,  28 მარტს,  ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქართველი მხატვრის – ლიზი ბუდაღაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა და 6 აპრილამდე გაგრძელდება.
როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა განუცხადა, გამოფენა მოეწყო ვენაში მოღვაწე ქართველი პიანისტის – ქეთევან სეფაშვილის მიერ  და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.
წარმოდგენილია 50 ფერწერული ნამუშევარი. ვენაში უკვე ლიზი ბუდაღაშვილის მეორე გამოფენა იმართება. შარშან გაზაფხულზე ასევე იყო პერსონალური გამოფენა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები