ისრაელის აეროპორტში დაკავებული ქართველების დეპორტაცია დღეს განხორციელდება

საქართველოს 13 მოქალაქეს, რომლებიც ისრაელში არ შეუშვეს და აეროპორტში იმყოფებიან, საქართველოს კონსული შეხვდა. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აეროპორტში მყოფ ქართველებს საკვები და წყალი აქვთ. მათი საქართველოში დეპორტაცია დღეს განხორციელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები ისრაელში მოსალოცად ჩავიდნენ. მიზეზი, რატომაც საქართველოს მოქალაქეები ისრაელში არ შეუშვეს, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები