უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, თბილისიდან და ქუთაისიდან ავიარეისები შესრულდა

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით შესრულდა. შემდეგი თვითმფრინავი უკვე მიუნხენის მიმართულებით გაფრინდა. 07:00 საათზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ათენში გაემგზავრა.
​ევროპის მიმართულებით მგზავრები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდანაც გაფრინდნენ. რეისი ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა.
დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები