“ჩვენი ტრადიციებით და იდენტობით უნდა დავიმკვიდროთ ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში”

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  ევროპის მოედანზე გამართულ გალა-კონცერტზე ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მიულოცა.

“ნამდვილად საზეიმო განწყობაა. მომავალში ჩვენ ამ მოვლენას კიდევ უფრო სწორად შევაფასებთ და დავაფასებთ. არ არის საუბარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ევროპაში უვიზოდ გადაადგილებაზე, აქ საუბარია ჩვენი განვითარების ახალ ეტაპზე. ის, რომ ევროპამ კარი გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის, ნიშნავს ახალ გამოწვევებს, ახალ შესაძლებლობებს. სულით და გულით ვულოცავ თითოეულ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს. ჩვენ ჩვენი ტრადიციებით და იდენტობით უნდა დავიმკვიდროთ ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები