დისკუსია თემაზე: ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკა საქართველოში გაიმართება

30 მარტს, 18 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება იწვევს სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროს, ტელე და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს, ყველა დაინტერესებულ პირს.
როგორც „კვირას“ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა  განუცხადა, გაიმართება დისკუსია თემაზე: ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკა საქართველოში.
მომხსენებლები: დავით შემოქმედელი; ენათმეცნიერების ინსტუტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რუსთაველის საზოგადოების ენისა და ლიტერატურის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი; ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული.
მიღებული იქნება მიმართვა ხელისუფლებისადმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები