დიმიტრი ქუმსიშვილმა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების, „MEDEF” წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების „MEDEF”-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კრისტოფ ფონტენი ხელძღვანელობს. დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, როგორებიცაა „ეარბასი“, „ალსტრომი“, „სოსიეტე ჟენერალი“, „პომა“, „ობერტიური“, „ივეკო ბასი“, „ბიურო ვერიტასი“ და სხვ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „MEDEF”-ის დელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. თავის პრეზენტაციაში მან ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი სტრატეგია, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, საინვესტიციო შესაძლებლობები, სტრუქტურული და მმართველობითი რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
„MEDEF”-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფრანგული ბიზნესგაერთიანების წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები