სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები