უნიკალური ესკიზები გამოიფინა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში თეატრის მუზეუმში დაცული საგანძური გამოიფინა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე 50-მდე ესკიზი.
ცნობისათვის: თეატრის მუზეუმში 2500-მდე უნიკალური ესკიზია დაცული. აქედან 120 მათგანს ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კოლექციაში დაცულია: ახვლედიანის, ყაზბეგის, იგნატოვის, შტენბერგის, ლაპიაშვილის, ჭავჭავაძის, გეგეშიძის, ალექსი-მესხიშვილის, ობრეზკოვის და სხვათა ნამუშევრები.
გამოფენაზე წარმოდგენილია: ელენე ახვლედიანის მიერ 1928 წელს შექმნილი ესკიზები სპექტაკლისთვის “ბიძია თომას ქოხი” (რეჟ ნ. მარშაკი), 1930 წელს შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის “ზანგი ბიჭუნა და მაიმუნი” (რეჟ ნ. მარშაკი). 1941 წელს ნიკა ყაზბეგის მიერ შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის “რომეო და ჯულიეტა” (რეჟ ა. თაყაიშვილი) და 1943 სპექტაკლისთვის “ჭირვეულის მორჯულება” (რეჟ ა. თაყაიშვილი). ფარნაოზ ლაპიაშვილის “პრინცესა ტურანდოტი” (1955წ. რეჟ. ს. ჭელიძე). ირინა შტენბერგის “სამი მუშკეტერი” ( 1951 წ. რეჟ. ნ. მარშაკი), “ესპანელები” (1950 წ. რეჟ. ა. თაყაიშვილი), “შემოსავლიანი ადგილი” (1961 წ. რეჟ. მ ვახნიანსკი). დიმიტრი თაყაიშვილის “ვილჰელმ ტელი” (1948წ. რეჟ ა. მიქელაძე), და სხვა.
გამოფენა ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის “გიყვარდეს მეტის” ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები