გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

29 მარტს, 18:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, “მე – ევროპელის” ფარგლებში, მწერალ გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექციას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრის მიზანია, ერთად მიულოცონ მწერალს დაბადების დღე!
გურამ დოჩანაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი კლასიკოსი მწერალი და საზოგადო მოღვაწეა.
1962 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში.
1975-85 წლებში ჟურნალ „მნათობის” პროზის განყოფილების გამგე იყო. ხელმძღვანელობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად.
არის 30-ზე მეტი ლიტერატურული ნაწარმოებისა და პუბლიკაციის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები