ქართველმა მოცეკვავეებმა ამერიკულ “ნიჭიერში” წარმატებას მიაღწიეს

ამერიკაში მყოფმა ქართველმა მოცეკვავეებმა ამერიკული “ნიჭირის”, „America’s Got Talent Show“ -ის მე-12 სეზონის პირველი ტური წარმატებით გადალახეს და მეორე ტურში გადავიდნენ.
როგორც “კვირას” ქორეოგრაფიული ჯგუფის, “Lost legends”-ის წევრებმა, განუცხადეს, მათ კონკურსში ქართული ცეკვა შეასრულეს, რასაც ჟიურის აღფრთოვანება მოჰყვა. ჯგუფის 8 წევრის მიერ შესრულებულმა ქართული ცეკვამ დარბაზში მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო ( America’s Got Talent Show season 12 ) ამერიკული “ნიჭიერის” მე-12 სეზონში და წარგვედგინა ქართული ცეკვა! შევასრულეთ “ქართული სოლოები” პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა, მივიღეთ 4 “კი” და გადავედით შემდეგ ტურში! ჟიურის და მაყურებლის რეაქცა კარგი იყო.

ყველა მონაწილეს უღრმესი მადლობა დაუღალავი შრომისთვის და მონდომებისთვის. გვინდა ასევე, მადლობა გადავუხადოთ ყველას,  ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა“, – აცხადებენ ჯგუფის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები