„ვენეციიდან მსოფლიო აღიარებამდე“ – საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება

ერთდღიან საქვემოქმედო გამოფენაში  მონაწილეობენ: გია ბუღაძე, ვახო ბუღაძე, დავით ალექსიძე, სოფიო ჩერქეზიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ილიკო ზაუტაშვილი, თინათინ ცხადაძე, გია ხუციშვილი, თამაზ ვარვარიძე, ვახო მეგრელიშვლი, ლალი ზამბახიძე,  ავთანდილ გახოკიძე, ანა წოწონავა, გიორგი კობიაშვილი, მარიამ აქუბარდია, ნათია ბენაშვილი, სალომე ელანიძე, დავით გოცირიძე, მარიამ შაქარაშვილი, მარიამ ლომაძე, მარიამ ოდიშვილი. (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტები); თამაზ ვარვარიძის სტუდია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სამხატვრო აკადემიამ GAA Foundation და ევროპის კულტურის ცენტრის მიერ ინიცირებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თანამედროვე ხელოვნების ეს საერთაშორისო პლატფორმა ვენეციის ბიენალეს ფარგლებში, ყოველწლიურად ახორციელებს გამოფენებს „პერსონალური სტრუქტურები“. გაგზავნილი პროექტებიდან საბჭომ შეარჩია მაგისტრანტების ათი პროექტი. ესენი არიან: ავთანდილ გახოკიძე; ანა წოწონავა; გიორგი კობიაშვილი, მარიამ აქუბარდია; ნათია ბენაშვილი; სალომე ელანიძე; დავით გიცირიძე; მარიამ შაქარაშვილი; მარიამ ლომაძე; მარიამ ოდიშვილი (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტები).
კურატორები: ილიკო ზაუტაშვილი, სოფიო ჩერქეზიშვილი, ვახო ბუღაძე, ნიკო ცეცხლაძე (სახვითი ხელოვნების სამაგისტრო სახელოსნოების პედაგოგები).
პროექტის ავტორები: გია გუგუშვილი (სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი) და ალექსანდრა გაბუნია (პროექტის კოორდინატორი, მუზეუმის კურატორი).
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის ფინანსური მხარდაჭერა. შეძლებისდაგვარად, მხარს უჭერენ პროექტს სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურის სამსახური, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და პროექტი ჩაშლის პირასაა.
ამიტომ გადაწყდა ერთდღიანი საქვემოქმედო გამოფენის ჩატარება, სადაც გაიყიდება  ნამუშევრები. დაეხმარეთ პროექტს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მისამართი: გობელენის მუზეუმი, შარდენის 19.
გამოფენის საათები: შაბათი, 25 მარტი, დილის 11 საათიდან – საღამოს 9 საათამდე. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები