საქართველოში კოლუმბიის კვირეული გაიმართება

29-31 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს კოლუმბიის კვირეულს საქართველოში. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა და კოლუმბიური ფილმების ჩვენება. კოლუმბიის დღეების ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფოიეში წარმოდგენილი იქნება გამოფენა – „ძველი ესპანური კოლუმბიის ეპოქაში ოქროთი ვაჭრობისდაწყება“.

კინოჩვნების პროგრამა:

29 მარტი – 16:00

The Wind Journey (2009), რეჟისორი: Ciro Guerra. სამეცნიერო ფანტასტიკა/დრამა, ხანგრძლივობა – 120 წთ., ენა – ესპანური.

30 მარტი – 16:00

Gabo: The Magic of Reality (2014), რეჟისორი: Justin Webster. დოკუმენტური ფილმი, ხანგრძლივობა – 90 წთ. ენა – ესპანური.
(კოლუმბიის ელჩის მიერ შესავალი სიტყვით გამოსვლა)

31 მარტი – 16:00

კინოფესტივალი დაიხურება ფილმით Embrance of the Serpent (2015), რომელმაც დაიმსახურაკრიტიკოსების მაღალი შეფასება. რეჟისორი: Ciro Guerra. მძაფრსიუჟეტიანი/სათავგადასავლო, ხანგრძლივობა – 125 წთ. მრავალენოვანი.

ყველა ფილმის ჩვენება გაიმართება მშობლიურ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია!

პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კოლუმბიის საელჩო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები