ნინო სურგულაძე და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – ოპერის თეატრში კონცერტი გაიმართება

27 მარტი,  20.00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი – ნინო სურგულაძე და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს იქნება საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის კიდევ ერთი საჩუქარი.
კონცერტში მონაწილეობენ:
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი: სვიმონ ჯანგულაშვილი/ დირიჟორი;
ნინო სურგულაძე/მეცო-სოპრანო;
გორის ქალთა კამერული გუნდი;
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი;
გორის სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯის ბავშვთა გუნდი;
სტუდია „ანა-ბანას“ გუნდი.
შესრულდება:
რიჰარდ ვაგნერის – შესავალი და ფინალი ოპერიდან „პარსიფალი“;
რიჰარდ ვაგნერის – ნიურნბერგელი მაისტერზინგერები;
გუსტავ მალერის – რას გვეუბნება ღამე, ანუ ადამიანი;
რას გვეუბნებიან ანგელოზები, ანუ ბავშვები;
რას გვეუბნება სიყვარული, ანუ ღმერთი სიმფონიიდან N3.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები