მიხეილ ხერგიანის „დღიურის“ წარდგენა გაიმართება

24 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს მთამსვლელთა ეროვნულ ფედერაციაში  მიხეილ ხერგიანის „დღიურის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მიხეილ ხერგიანმა (1932-1969) დალაშქრა კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მიანიჭეს „კლდის ვეფხვის“ წოდება; იგი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში სასიმაღლო და ტექნიკურ კლასებში, მეკლდეურობაში საბჭოთა ჩემპიონატებისა და პროფკავშირების შვიდგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი იყო.
მიხეილ ხერგიანმა დღიურის წერა 1963 წელს დაიწყო წარსული და მიმდინარე მოვლენების აღსაწერად. ჩანაწერები 1969 წლის 3 ივლისს წყდება – ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე: იტალიაში სუალტოს მწვერვალზე ასვლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
„მე რაც მედლები მაქვს, ყველფერს მირჩევნია ის, რომ ბევრი მთამსვლელისთვინ შემინარჩუნებია სიცოცხლე, ყველაზე მეტად მიხარებს გულს ის, რომ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ“.
მის: კოსტავას N37ა, ვერის პარკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები