„საუბრები თანამედროვე ლიტერატურაზე“ – მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

24 მარტს, 17 საათიდან 23 საათამდე, გამომცემლობა „ინტელექტი“, გამომცემლობა „არტანუჯი“ და წიგნების მაღაზია „ბიბლუს გალერეა“ მართავს შეხვედრას – „საუბრები თანამედროვე ლიტერატურაზე“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მკითხველი ყოველ საათში ერთხელ შეხვდება თანამედროვე ქართველ ავტორს, დაუსვამს შეკითხვებს  საინტერესო თემებზე და ასევე შეუძლია მისი ავტოგრაფიანი წიგნ(ებ)ი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს.
17 საათი: გელა ჩარკვიანი; 18 საათი: რუსუდან რუხაძე; 19 საათი: ნატო ინგოროყვა; 20 საათი: ნინო თარხნიშვილი; 21 საათი: პაატა შამუგია; 22 საათი: ტორესა მოსი
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 7.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები