ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე ორ სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო სობისსა და ქვემო სობისში ახალი წყლის სისტემა მოეწყო და მოსახლეობას წყალი საკუთარ ეზოებში უწყვეტად მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, დასრულებული პროექტი დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (OSCE), მიერ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (OSCE), ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა.
ზემო სობისსა და ქვემო სობისში მოეწო სასმელი წყლის მაგისტრალი და შიდა ქსელი ინდივიდუალური მრიცხველებით, მოწესრიგდა ჭაბურღილები, რეზერვუარები და საქლორატოროები.
პროექტის ღირებულება ჯამში, დაახლოებით, 1 200 000 ლარამდეა.
სოფლებში სასმელის წყლის სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში ადგილობრივები ხელოვნური ჭებით სარგებლობდნენ, რომელიც სეზონურად შრებოდა.
ზემო სობისსა და ქვემო სობისში 400-ზე მეტი ოჯახი უკვე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები