ტარიელ ჭანტურიასთან შეხვედრა გაიმართება

27 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა ტარიელ ჭანტურიას დაეთმობა.
საღამო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ეგიდით გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „ცოცხალი წიგნების“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობა გრძელდება.
მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.
მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები