მურმან ჯინორიასთან შეხვედრა გაიმართება

„ათონის დარბაზში“ გრძელდება შეხვედრათა ციკლი ხელოვანებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. 31 მარტს, 19:30 საათზე, გაიმართება საჯარო შეხვედრა ცნობილ ქართველ მსახიობთან – მურმან ჯინორიასთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დამსწრეებს საშუალება აქვთ, სტუმარს დაუსვან შეკითხვები.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ფანასკერტელის №9 (ზედა ბახტრიონი),   ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის ეზო.
მურმან ჯინორია თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობია. ახალგაზრდობიდან მოყოლებული იგი აქტიურადაა ჩაბმული თეატრისა და კინოს სფეროში. თამაშობდა ისეთ სპექტაკლებსა და ფილმებში, როგორიცაა „მეფე ლირი”, “თორმეტი განრისხებული მამაკაცი”, “მარადისობის კანონი”, “ხარება და გოგია” და ა.შ. იგი დღესაც განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მაყურებელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები