ფილმ „მანდარინების“ მთავარი როლის შემსრულებელი გარდაიცვალა

კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და  ფილმ „მანდარინების“ მთავარი როლის შემსრულებლის გარდაცვალებაზე წერს.
„ძალიან დამწყდა გული, გარდაიცვალა „მანდარინების“ მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლემბიტ ულფსაკი“.
ზაზა ურუშაძის მიერ  2013 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი „მანდარინები” ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე, ასევე „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე. მთავარ როლებს ასრულებენ: მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი და ელმო ნიუგანენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები