26 მარტს ფერეიდნელი ქართველების კონცერტი თბილისში გაიმართება

საქართველოში 15 მარტს ჩამოვიდა ფერეიდნელი ქართველების 12-კაციანი დელეგაცია და კახეთის 4 რაიონში კონცერტებს მართავს. ქართველი ფერეიდნელების საღამო თბილისში  26 მარტს, 18:00 საათზე, ლიტერატურულ კაფეში გაიმართება, რომელიც პეკინის №31-ში მდებარეობს.
მომღერლის და კონცერტების ორგანიზატორის, მალხაზ მელქუაშვილის თქმით, თბილისში ფასი 15 ლარი იქნება. ფასში შედის ალაფუშეტი (ჩაი, ყავა ნამცხვარი). მისივე განმარტებით, კონცერტები ფასიანი იმიტომ არის, რომ ვერანაირი გზით ვერ მიიღეს სახელმწიფოსგან დაფინანსება ამ ადამიანების სტუმრობისთვის. „მინდა ნახონ ადამიანებმა, როგორ უნდათ მათ საქართველოში დაბრუნება, თუმცა…
მოკლედ მე ავიღე ჩემ თავზე ამ ადამიანების მასპინძლობა, რადგან სხვა გზა ვერ ვნახე… იმედი მაქვს, ყველა მიიღებთ მონაწილებას და მოხვალთ მათ კონცერტებზე. მე კიდევ მჯერა, რომ ყველაფრის მიუხედავად, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ“! – ამბობს მალხაზ მელქუაშვილი.
ფერეიდნელი ქართველების დელეგაცია კახეთის 4 რაიონში მართავს კონცერტებს. ესენია: (ახმეტა) ალვანის კულტურის სახლი, 17 მარტი, 15:00 საათი; თელავი, 23 მარტი. ლაგოდეხი, 20 მარტი, საგარეჯო, 24 მარტი. გარდაბნის რაიონის სოფელი გამარჯვება, 25 მარტი.
ცნობისათვის:მომღერალი მალხაზ მელქუაშვილი ფერეიდანში ჩავიდა, რომ აღმოეჩინა სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული ფერეიდნელები და მათთვის ქართული სიმღერა და დაკვრა შეესწავლებინა. მან ეს ყველაფერი წარმატებით განახორციელა, მეტიც, მას ესტუმრა ფერეიდნელთა თორმეტკაციანი ჯგუფი.
ჯგუფის წევრები მალხაზ მელქუაშვილთან ერთად მოივლიან კახეთს და წარმოაჩენენ საკუთარ თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები