ქართველი მხატვარი რომში დაჯილდოებაზე მიიწვიეს

31 მარტს, რომში იტალიის კულტურის ასოციაციის მიერ მიწვეულია ქართველი თვითნასწავლი მხატვარი – ბელა ნავდარაშვილი. მისი 4 ნამუშევარი კონკურსის: ,,ხელოვნებისა და ხელოვანთა ხსოვნისადმი, პოლ გოგენი“ 50 ფინალისტს შორის მოხვდა.
„Grazie, Italia! დიდი მადლობა იტალიის კულტურის ასოციაციას / Associazione Culturale”LiberaMente” , ARTE E ARTISTI ჩემი მიწვევისათვის რომში დაჯილდოების ცერემონიაზე: ,,ხელოვნებისა და ხელოვანთა ხსოვნისადმი, პოლ გოგენი“ , რომელიც გაიმართება 31 მარტს, რომში, Palazz Ferrajoli Piazza Colonna.
დიდი მადლობა ჟიურის პრეზიდენტს Luciano Lucarini-ს, რადგან 3000-ზე მეტი მონაწილე მხატვრიდან ჩემი ნახატები შეარჩიეს და 50 ფინალისტს შორის მოვხვდი დაჯილდოებაზე“… – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბელა ნავდარაშვილი.
იგი თბილისის №167-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგია.
იმედია, ბელა ნავდარაშვილს გამოუჩნდება სპონსორი და თანამდგომი, რომ ამ საპატიო დაჯილდოებაზე ჩასვლა შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები