იმედი ჯახუას ხსოვნის საღამო და წიგნის – “სიყვარულის საუკუნე” წარდგინება გაიმართება

23 მარტს 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება იმედი ჯახუას ხსოვნის საღამო და წიგნის “სიყვარულის საუკუნე” წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, იმედი ჯახუა 7 მარტს 67 წლის გახდებოდა. ამიტომაც მარტის თვე შეირჩა იმედი ჯახუას ხსოვნის საღამოს ჩასატარებლად.
„მამას მეგობრებო, მისი შემოქმედების მოყვარულებო, ჩვენი ოჯახის მეგობრებო, გიწვევთ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით“! – წერს ფეისბუქის გვერდზე პოეტის ქალიშვილი, თინიკო ჯახუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები